თამარ გაბუნია: სოფლებში დაიწყება ვაქცინაციის აქტიური კამპანია და ოჯახის ექიმებს თბილისიდან ჩასული ბრიგადები დაეხმარებიან

Read Time:39 Second

რეალური რისკები, რომელიც ჩვენ წინა დგას, კოვიდთან დაკავშირებულ რისკებია და ამის დაძლევაზე უნდა ვიმუშაოთ, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მოსახლეობის ვაქცინაციის სარგებლობის საკითხისადმი მიდგომები გადასახედია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლს ეროვნული ცენტრი აქტიურად აკეთებენ.

„დღეს უკვე ვსაუბრობთ გასვლით სამუშაოებზე და კარ და კარის პრინციპით მოსახლეობის დარწმუნებაზე, რომ მათ გაიკეთონ ვაქცინა. სოფლებში დაიწყება ვაქცინაციის აქტიური კამპანია და ოჯახის ექიმებს ექნებათ დახმარება თბილისიდან ჩასული მობილური ბრიგადების მიერ, რომ უფრო აქტიური გასვლითი სამუშაო გასწიონ მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამაში მოზიდვისთვის. ის ხალხი, ვინც ჩვენთან მოვიდოდა, უკვე მოვიდა. ახლა არის ის დრო, როცა მეტად აქტიური მუშაობით უნდა მოხდეს მოსახლეობის დარწმუნება და მათთვის მეტი განმარტების მიცემა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინა რეალურად იცავს და ყველა ის მითი, რომელიც ვაქცინაციის მოსალოდნელ გვერდით მოვლენაზე (მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში) არსებობს, არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: დღეს ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა პირბადე, აცრა და არსებული რეგულაციების დაცვა
Next post კულტურის სამინისტრომ 12 ახალგაზრდა ხელოვანს საქართველოში და საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაში ხელი შეუწყო