თამარ გაბუნია – პანსიონიდან ბავშვების გადაყვანა სპონტანური ვერ იქნება და ამ მიმართულებით საპატრიარქოსთან მუშაობას გავაგრძელებთ

Read Time:30 Second

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების სხვა დაწესებულებებში გადაყვანა უსაფრთხოდ და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვით უნდა მოხდეს.

ამიტომ, როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, საჭიროა კარგად მომზადება, დაგეგმვა. ამასთან, გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პანსიონთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კომუნიკაციას განაგრძობს.

„ჯანდაცვის სამინისტრო რა თქმა უნდა, გააგრძელებს საპატრიარქოსთან ამ მიმართულებით მუშაობას. რადგან სპონტანურად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდება, ამას სჭირდება მომზადება და შესაფერისი დაგეგმვა იმგვარად, რომ ბავშვების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში საუკეთესო ინტერესების დაცვით, უსაფრთხოდ მოხდეს. რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენთვის შესაძლებლობა იმის, რომ მოლაპარაკებები უფრო ეფექტურად გაგრძელდეს, იზრდება, ამდენად, ჩვენ მუშაობას ამ მიმართულებით ვაგრძელებთ“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კრისტიან ერიკსენი – დიდი მადლობა თბილი მოკითხვებისთვის და შეტყობინებებისთვის, მთელი მსოფლიოდან რომ მივიღე
Next post ღვინის სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე მევენახის კომენტარი ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით