თამარ გაბუნია: თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 90%-ს გადააჭარბებს, კოვიდინფიცირების დღიური მაჩვენებელი სულ მცირე 1000 ერთეულით შემცირდება

Read Time:37 Second

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ორი მიმართულებით, ერთი დამატებით შეზღუდვების რამდენადმე გამკაცრება და მეორე აღსრულების მაქსიმალური კონტროლი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენთვის მთავარია ის რეგულაციები, რომელიც ქაღალდზეა დატანილი, აღსრულდეს. რეალურად რეგულაციები, რაც დღეს ძალაშია, მობილობის კონტროლი და პირბადის ტარება, მოგვცემდა ეფექტს შესაბამისი სიზუსტით რომ სრულდებოდეს. საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ორი მიმართულებით, ერთი დამატებით შეზღუდვების რამდენადმე გამკაცრება და მეორე, აღსრულების მაქსიმალური კონტროლი. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ პირბადის გამოყენებას თუ ჩვენ მივაღწევთ, დღეს ვართ 51%-იან გამოყენებაზე, თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და გადააჭარბებს 90%-ს, ეს მოგვცემს სულ მცირე 1000 ერთეულით დღიური შემთხვევების შემცირებას. ასეთია პროგნოზული მაჩვენებელი. პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმი და პირბადის გამოყენების აღსრულება ჩვენთვის არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი” ,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: როგორც წესი, პირველი ეფექტი შეზღუდვების შემოღებიდან 10-14 დღეში ჩანს
Next post ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად არის ვირტუალურ სივრცეში