თამარ გაბუნია: ვაქცინაციის ბრიგადების დღეს მოქმედი რაოდენობა საკმარისია დღეში 20-25 ათასამდე აცრისთვის

Read Time:33 Second

„დილის მდგომარეობით, მას შემდეგ, რაც გუშინ, გარკვეული შეფერხებები იყო, დარეგისტრირდა 20 ათასი ადამიანი. ეს არის საწყისი ეტაპი და ვფიქრობ, პირველი ეტაპი იმ რეგისტრაციის პროცესისა, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ. მოლოდინი გვაქვს, რომ რეგისტრაცია სწრაფად გაფართოვდება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიგადები საკმარისი რაოდენობით არსებობს და ქვეყანა ვაქცინების დამატებით დოზებსაც ელის.

„ვაქცინაციის ბრიგადების დღეს მოქმედი რაოდენობა არის საკმარისი იმისთვის, რომ დღეში 20-დან 25 ათასამდე აცრა შესრულდეს. ავსტრიის მთავრობისგან, 5 ათასი დოზა მივიღეთ საჩუქრად, ეს დოზები მოხმარდება 10-დან 12 კვირამდე მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას, ვიდრე დამატებით დოზებს არ მივიღებთ „კოვაქსიდან“ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან. დონაციის ხელშეკრულებები, პრაქტიკულად, დასრულებულია და მოკლე ხანში, ეს მოწოდებებიც დასრულდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ჟურნალისტის, ოპერატორის თუ მედიის სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობა ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და წარმოუდგენელია
Next post საქართველოს პრეზიდენტი: ძალადობა მიუღებელია, ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას