თაკო ჩარკვიანი: მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს წაიყვანეთ ოქროყანაში და მოკალითო, მან უთხრა მოკალით გირგვლიანიო?

Read Time:48 Second

“რევოლუცია იქნება თუ რა იქნება, მიიღებთ აბა რა იქნება. ვინ გითხრათ რომ ამ სიტყვის მეშინია. რას ჰქვია ქვეყანას მართმევთ და რუსეთის ორბიტაზე გინდათ გადაყვანა. აგიჩემებიათ ეს 11 წელი. რა გირგვლიანი. სად იყო ოხანაშვილი მე რომ გირგვლიანის გამო ვიდექი ქუჩაში.  უკვე საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეხება ეს.” – ასე მიმართა მე- 10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა.”კანონი და სამართალი”- ს ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ქართული ოცნების” დეპუტატებს.

“რევოლუცია მინდა? აბა მანდ გაგაჩერებთ ?! აბა დამოუკიდებლობას წაგართმევინებთ? ქუჩაში დავდეგებით და უბედურება თქვენს კისერზე იქნება. სისხლს დაღვრის ქართველო ხალხი და დამოუკიდებლობას არ დატოვებს. არ იცით ეს? თუ სუბარის ჭკუაზე უნდა იყოთ? ინდაური რომ გვყავს გაშვებული თავის დროზე მის ეზოში? იმიტომ რომ უფლების დამცველი ვერ იყო კარგი ზუსტად იმ, გირგვლიანის დროს, სანამ ჭკუაზე მოვიდოდა.

ჩვენს თვალწინ გაიარა გირგვლიანის თემამ, მე არ მესწავლება, მაგრამ სააკაშვილს არ უთქვამს წაიყვანეთ ოქროყანაში და მოკალითო. ბრმები არ ვართ და კარგად ვიცით სტრასბურგში რაც ხდებოდა, რა წერია. დიახ, შეწყალების დროს როცა შეუტანეს სია,  იმის გამო სთხოვენ პასუხს. მან უთხრა მოკალით გირგვლიანიო?” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: 12-პუნქტიან გეგმაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო ოპოზიციის ჩართულობა
Next post პრემიერი: რეალური ოლიგარქი არის არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, როგორც კი მივიღებთ დეოლიგარქიზაციაზე კანონს, ყველაფერი იქნება გარკვეული და მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს