“თავიდანვე ტრაგიკული იღბალი დაჰყვა” – ვინ იყო გოდერძის როლის შემსრულებელი ფილმში “ჯარისკაცის მამა” და როგორ წარიმართა მისი ცხოვრება

Read Time:4 Minute, 30 Second

სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე და­ი­წყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც, მერე კი­ნო­რო­ლე­ბით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი იყო, როცა რეზო ჩხე­ი­ძის ფილმში “ჯა­რის­კა­ცის მამა” გო­დერ­ძი მა­ხა­რაშ­ვი­ლი ითა­მა­შა. ფილ­მებ­ში ეპი­ზო­დე­ბის გარ­და, რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი რო­ლიც გა­ნა­სა­ხი­ე­რა. გია (გი­ჟუ­რი) კო­ბა­ხი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი გახ­ლდათ. წო­დე­ბის მი­სა­ღე­ბად არა­ვინ შე­უ­წუ­ხე­ბია, ამა­ზე არც ფიქ­რობ­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვი­სი ქვეყ­ნის ბედ­ზე შეს­ტკი­ო­და გული. მსა­ხი­ობს თა­ვი­დან­ვე ტრა­გი­კუ­ლი იღ­ბა­ლი დაჰ­ყვა. 16 წლის იყო, როცა მა­მა­მი­სი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის სტა­ლი­ნის­ტი იყო და ბე­ლა­დის კულ­ტის დაგ­მო­ბას შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა. გია კო­ბა­ხი­ძის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც არ აე­წყო… მისი დაკ­რძალ­ვის დღეს რეზო ჩხე­ი­ძეს და­ნა­ნე­ბით უთ­ქვამს: ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი კაცი იყო და ვერ ვუ­პატ­რო­ნე­თო.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ჟურ­ნალ “გზა­ში” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

“პა­ტა­რა გია ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო. ამ­ბობ­დნენ, – ოი, რა გიჟი ბი­ჭი­აო… გი­ჟია, გიჟი და გი­ჟუ­რიც ამი­ტომ შე­ვარ­ქვით. კო­ბა­ხი­ძე­ე­ბის უბა­ნი იყო სოფ­ლის შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას, ისი­ნი სერ­ზე ცხოვ­რობ­დნენ. ძმე­ბის მამა, პარ­ტი­უ­ლი მუ­შა­კი – რა­ი­აღ­მას­კო­მის თავ­მჯდო­მა­რე, ზეს­ტა­ფონ­ში მუ­შა­ობ­და. ოჯახს რო­დი­ნა­ულ­ში დიდი მი­წე­ბი და კარ­გი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და…”

“ახო­ვა­ნი, წარ­მო­სა­დე­გი და ლა­მა­ზი გია ერთი ერ­თში მსა­ხი­ობ გრე­გო­რი პეკს ჰგავ­და. ასე­თი მსგავ­სე­ბა იშ­ვი­ა­თია. წარ­მო­სა­დე­გი გა­რეგ­ნო­ბი­სა იყ­ვნენ მისი ძმე­ბიც. გია უმ­ცრო­სი იყო. ბე­ბი­ა­ჩე­მის­გან ვიცი მა­გა­თი ბი­ძის ამ­ბა­ვი. ის ულა­მა­ზე­სი, ახო­ვა­ნი და ძლი­ე­რი კაცი ყო­ფი­ლა. ერთხელ ტყე­ში დიდი მორი მო­უჭ­რია და მარ­ტოს აუ­წე­ვია. ეტყო­ბა, რა­ღაც და­უ­ზი­ან­და ან ინ­ფარ­ქტი მი­ი­ღო, ცო­ტა­ხანს ჩაწ­ვა და ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. აქე­დან იწყე­ბა მათი ოჯა­ხის ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბე­ბი. შუ­ა­თა­ნა ძმა რუ­ბე­ნი სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ და­ი­ჭი­რეს. მა­ტა­რე­ბელ­ში ძარ­ცვა მოხ­და, ამ ფაქტთან ბიჭს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და, მაგ­რამ მგზავ­რობ­და მა­ტა­რებ­ლის იმ ვა­გონ­ში და მძარ­ცვე­ლებს ისიც მი­ა­ყო­ლეს. ცი­ხე­ში 10 წელი გა­ა­ტა­რა…”

“გიას დედა თით­ქმის ას წელს მიღ­წე­უ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, მა­მა­მი­სი კი 1957 წელს მოკ­ლეს. უპა­ტი­ოს­ნე­სი და რა­ი­ონ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი კაცი იყო. გა­მო­რი­ცხუ­ლია, ვინ­მეს შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით მო­ეკ­ლა, არც გა­ძარ­ცვუ­ლი ყო­ფი­ლა. რა­ი­ო­ნი­დან სო­ფელ­ში მი­დი­ო­და, მდი­ნა­რის პი­რას იპო­ვეს სას­ტი­კად ნა­ცე­მი. ვე­რა­ფე­რი გა­ი­გეს და არც არა­ვინ და­უ­ჭე­რი­ათ. გა­დის დრო, უკვე ჩემი ოჯა­ხი მაქვს და შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ ვი­ტა­ლი (უფ­რო­სი ძმა) და გია და­ი­ჭი­რეს…”

“მსა­ხი­ობს იცით, რა კლავს? რო­ლე­ბის ნოს­ტალ­გია… გიამ ბოლო წლებ­ში ლექ­სე­ბის წერა და­ი­წყო. სხვა­თა შო­რის, კო­ბა­ხი­ძე­ებს პო­ე­ტუ­რი ნიჭი აქვთ, დე­ი­და­ჩე­მიც წერ­და. გიამ ბო­ლოს რომ და­მი­რე­კა, მი­თხრა: ლექ­სე­ბის კრე­ბულს გა­მო­გიგ­ზავ­ნი, არა ვარ კარ­გა­დო. მო­მე­წო­ნა, სიმ­პა­თი­უ­რი ლექ­სე­ბია. ერთი ლექ­სის ტა­ე­პე­ბის პირ­ვე­ლი ასო­ე­ბის­გან, ქე­თე­ვა­ნი ამო­ვი­კი­თხე და მე­სი­ა­მოვ­ნა. ფილ­მებს მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ყო­ველ­თვის გულ­და­წყვე­ტით ვუ­ყუ­რებ…”

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლად ჟურ­ნალ “გზის” 21  თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ. ნა­ნუ­ლი ზო­ტი­კიშ­ვი­ლი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პატრიარქი თავის მთავარ სტიქაროსანს ემშვიდობება. 
Next post საქართველოში აშშ-ის საელჩო – 70-წლიანმა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული და ქვეყანამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა