14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს.
თავდაცვის ძალებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

„წვიმა, თოვლი და სეტყვა…“ – როდემდე გაგრძელდება უამინდობა
21 აპრილს - სამშაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +5, +10°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +3, +8°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +2, +7°.22 აპრილს - ოთხშაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +18 +23°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +11, +16°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +6, +11°,ზოგან +16°-მდე; 23 აპრილს - ხუთშაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +9 +14°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +11, +16°, ზოგან +22°-მდე; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +3, +8°, ზოგან +14°-მდე.
კახა მიქიაშვილი პატრიარქზე-ეს მისი საოცარი კულტურა, უბრალოება მართლა გამორჩეული იყო. მასთან თუ იყავი, გაგრძნობინებდა, რომ შენ რაღაცას წარმოადგენდი და თვითონ ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მას...
,,პირველად ქაშვეთში ვნახე, მაშინ იქ ახალი დაწყებული მქონდა სიარული. პატრიარქი ყოველ გიორგობას მოდიოდა ხოლმე. ახლოს შევხვდი, ეტყობა, აქტიური ვიყავი, გაიცინა და ნაკურთხი წყალი შემასხურა. მერე კი, როცა საპატრიარქოში მივედი, ასე გავიცანი. დილას ვმორიგეობდი. პატრიარქი ეზოში სალოცავად მარტო ჩამობრძანდა. დილის 7 საათი, 8-ის წუთები იქნებოდა. მარტო მე დავხვდი. მარტო მე და პატრიარქი ვიყავით. აანთო სანთელი და ლოცვა წავიკითხე. მკითხა, ვინ ბრძანდებითო? თქვენობით მოგვმართავდა. ეს მისი საოცარი კულტურა, უბრალოება მართლა გამორჩეული იყო. მასთან თუ იყავი, გაგრძნობინებდა, რომ შენ რაღაცას წარმოადგენდი და თვითონ ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მას სხვანაირად არ შეეძლო - უბრალოდ და თავმდაბლად ურთიერთობდა. ბუმბერაზი ადამიანი შენნაირი ხდებოდა... რომ გაიგო, მსახიობი ვიყავი, თეატრზე დამიწყო ლაპარაკი, კონკრეტულ მსახიობებზე მკითხა. მერე მკითხა თუ მიყვარდა მცენარეები, ცხოველები, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები. ძალიან ბევრი თბილი წუთი და დღე მახსენდება... რომ ვყვები ამას, მერიდება კიდეც. ზოგადად რაც ამ წლებში მქონდა, ღვთის საჩუქარია და თავად პატრიარქის წყალობა...''-იხსენებს კახა მიქიაშვილი
კირ სტარმერმა სამთავრობო უსაფრთხოების ჯგუფს დაავალა, შეისწავლოს პიტერ მანდელსონის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გამოვლენილი უსაფრთხოების პრობლემები
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მთავრობაში უსაფრთხოების სტანდარტებზე პასუხისმგებელ ჯგუფს დაავალა, შეისწავლოს აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გამოვლენილი უსაფრთხოების პრობლემები.„ვთხოვე მინისტრთა კაბინეტის ოფისის სამთავრობო უსაფრთხოების ჯგუფს, განიხილოს პიტერ მანდელსონის მოვალეობის განხორციელების პერიოდში წამოჭრილი ნებისმიერი შეშფოთება უსაფრთხოების მიმართულებით“, – განაცხადა სტარმერმა.ცნობისთვის, მანდელსონი ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა ელექტრონული წერილები, რომლებიც ადასტურებს, რომ მანდელსონსა და ეპშტეინს უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ვიდრე ეს საჯაროდ იყო ცნობილი. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მანდელსონმა ეპშტეინს კონფიდენციალური ინფორმაცია გაუზიარა მაშინ, როდესაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გორდონ ბრაუნის მთავრობაში მინისტრი იყო.დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინფორმაციით აღშფოთებულია.„რაც შეეხება ჩემი აღშფოთების მიზეზს ამ პროცესთან დაკავშირებით, მე მჯერა, რომ ეს ინფორმაცია თავიდანვე უნდა მოგეწოდებინათ. უნდა მოგეწოდებინათ მისი დანიშვნისას. უნდა მოგეწოდებინათ მანდელსონის გათავისუფლებისას. კაბინეტის მდივანს უნდა მოეხსენებინა, როდესაც ის პროცესის გადახედვას აწარმოებდა“, – განაცხადა სტარმერმა.ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების დადასტურების გამო, დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩი პიტერ მანდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.მანდელსონმა დატოვა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტული პარტიაც.
„როიტერი“ – პაკისტანში დარწმუნებულნი არიან, რომ ირანი აშშ-თან მოლაპარაკებებს დაესწრება
პაკისტანში დარწმუნებულნი არიან, რომ ირანი აშშ-თან მოლაპარაკებებს დაესწრება, – ამის შესახებ პაკისტანელმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადა.„ირანისგან დადებითი სიგნალი მივიღეთ. მდგომარეობა ცვალებადია, მაგრამ ვცდილობთ, რომ ისინი აქ იყვნენ, როდესაც მოლაპარაკებებს ხვალ ან ზეგ დავიწყებთ“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.პაკისტანის წარმომადგენლის თქმით, ისინი აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს როგორც თეირანთან, ასევე ვაშინგტონთან.ცნობისთვის, მანამდე ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, აშშ-თან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გეგმა თეირანს არ აქვს. გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა. ამ ფაქტმა თეირანის მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია.
დონალდ ტრამპი – შეთანხმება, რომელსაც ირანთან ვდებთ, გაცილებით უკეთესი იქნება – ისეთი რამ, რითაც მთელი მსოფლიო იამაყებს
შეთანხმება, რომელსაც ირანთან ვდებთ, გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე JCPOA, რომელიც ჩვულებრივ ცნობილია, როგორც „ირანის ბირთვული შეთანხმება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ბარაქ ჰუსეინ ობამასა და მძინარე ჯო ბაიდენის ეს შეთანხმება ყველაზე ცუდი რამ არის, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. ეს ბირთვული იარაღისკენ გარანტირებული გზა იყო, რაც იმ შეთანხმებით არ მოხდება, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. ეს შეთანხმება რომ არ გამეუქმებინა, ახლა ბირთვული იარაღის გამოყენება ისრაელისა და მთელი ახლო აღმოსავლეთის წინააღმდეგ მოხდებოდა. თუ შეთანხმების დადება „ტრამპის“ ქვეშ მოხდება, ეს უზრუნველყოფს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და დაცვას არა მხოლოდ ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ ევროპისთვის, ამერიკისთვის და ყველასთვის. ეს ისეთი რამ იქნება, რითაც მთელი მსოფლიო იამაყებს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ასევე, დონალდ ტრამპმა „დემოკრატები“ და მედია გააკრიტიკა.
„დემოკრატები ყველაფერს აკეთებენ, რომ ზიანი მიაყენონ იმ ძალიან ძლიერ პოზიციას, რომელიც ჩვენ ირანთან დაკავშირებით გვაქვს. არ მივცემ მათ უფლებას, რომ აშშ დააჩქარონ, რათა ისეთი შეთანხმება დადოს, რომელიც ისეთი კარგი არ იქნება, როგორიც შეიძლება ყოფილიყო. „ფეიკ ნიუსი“ წავიკითხე, რომელიც ამბობდა, რომ მე თითქოს „ზეწოლის“ ქვეშ ვარ, რათა შეთანხმება დავდო. ეს არ არის სიმართლე! მე არანაირი ზეწოლის ქვეშ არ ვარ, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება. ეს შესანიშნავად შესრულებული, ვენესუელის მასშტაბის, უბრალოდ უფრო დიდი და რთული ოპერაციაა. შედეგი კი იგივე იქნება!“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
