თავდაცვის ძალებმა დედაქალაქსა და ექვს ქალაქში სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყო

Read Time:40 Second

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოაწყო თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდისა და გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ტექნიკა და პირადი შემადგენლობა აღნიშნულ ქალაქებში გამთენიისას შევიდა. თბილისის, რუსთავისა და გორის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები განლაგდებიან. ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და ზუგდიდის გამშვებ პუნქტებს კი, დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები გააკონტროლებენ.

საქართველოს ქალაქებში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები პირთა გადაადგილების კონტროლს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებას, მოქალაქეთა თერმოსკრინინგს და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.

საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან გაშლილია საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს. ადგილზე მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკა, რომელიც ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბოლო მონაცემებით საქართველოში 108 დაინფიცირებულიდან – 22 პაციენტი გამოჯანმრთელებულია
Next post ქართული დიასპორის საეთაშორისო კოალიციის მიმართვა საქართველოს მთავრობას