ზურაბ ჯაფარიძე – ჯერ არაფერია დასრულებული – არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ამ შედეგების აღიარებით, არჩევნების ლეგიტიმურობას ვაღიარებთ

Read Time:39 Second

„ქართული ოცნება“ ბრიფინგებით ცდილობს წინასწარ შექმნას განწყობა, თითქოს არჩევნები დასრულდა და გამარჯვება გაიფორმეს. ჯერ არაფერი არ არის დასრულებული , – ამის შესახებ პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ხელისუფლებას ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს.

“ „ქართული ოცნება“ ბრიფინგებით ცდილობს წინასწარ შექმნას განწყობა, თითქოს არჩევნები დასრულდა და გამარჯვება გაიფორმეს. ჯერ არაფერი არ არის დასრულებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც მე აღვწერე, ყველგან, ყველა უბანზე იმყოფებიან ჩვენი წარმომადგენლები და იცავენ თითოეულ ხმას. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ დაიდოს ის შედეგები, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ამ შედეგების აღიარებით, ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ვაღიარებთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ხელისუფლებას ამ შედეგით, მათ შორის, რაც გამოაქვეყნეს ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს. შეუძლებელია დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში. უახლოეს მომავალში მივაღწევთ, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა აღმშენებლობის გზას დაადგება“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე-ბედნიერი ვარ და ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, რომ მეორედ მომანიჭეთ უფლებამოსილება ვმართო ეს ქალაქი
Next post გიგი უგულავა: ჩვენი ხმა გაყალბდა და არ ვცნობ იმ შედეგებს, რომელსაც ცესკო გამოაცხადებს