გიგი უგულავა: ჩვენი ხმა გაყალბდა და არ ვცნობ იმ შედეგებს, რომელსაც ცესკო გამოაცხადებს

Read Time:48 Second

ფოთში, ოპოზიციის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას შეფასებით, არჩევნები გაყალბდა და ის არ ცნობს იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აპირებს.

„პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ფოთელს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, მაგრამ სამწუხაროდ, მეგობრებო ჩვენი ხმა გაყალბდა. თქვენი ხმა და არჩევანი იყო მსხვერპლი არნახული, ფოთისთვის არნახული სხვათა შორის, იმიტომ, რომ ფოთი საქართველოში ერთერთი ყველაზე მშვიდობიანი ქალაქია ძალადობის, დაშანტაჟების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ფულის დარიგებით თუ ჩამორიგებით და ყველა მამაძაღლობით, რაც კი შეიძლება იყოს გამოყენებული.

ამიტომ მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ბუნებრივია ჩვენ გავასაჩივრებთ. აქაც მოჯადოებული წრე არის, უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით და არა ფიგურალურად, ეს არჩევნები მიდის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში, სადაც მას ბატონი მურუსუძე ხვდება, ამიტომ ეს მოჯადოებული წრე არის. სამწუხაროდ საქართველოს „ოცნების“ ხელისუფლებამ, აქაც გამოავლინა თავისი სახე. მე ვსაუბრობ მხოლოდ ფოთზე, მე არ მაქვს სახვა ქალაქის მონაცემები, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ არნახული ფულით გაყალბებული, ძალადობით აქაც ცდილობენ სასურველი შედეგის დადებას და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ხალხის ნების დამახინჯებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ჯაფარიძე – ჯერ არაფერია დასრულებული – არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ამ შედეგების აღიარებით, არჩევნების ლეგიტიმურობას ვაღიარებთ
Next post ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძალადობის დიდი კერა იყო, წარსულში დაბრუნებას არ აპირებენ