ზურაბ ქადაგიძე: ძალიან ზუსტი შეფასებებით წარდგა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე

Read Time:57 Second

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ძალიან ზუსტი შეფასებებით წარდგა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე.

ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფოს მიერ და გამომდინარე რეგიონული კრიზისიდან, სამხედრო ინტერვენციის რისკი ოკუპანტის მხრიდან არა თუ მცირდება, არამედ იზრდება, საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესები განისაზღვრება შემდეგი აუცილებლობით:

მშვიდობა; ეროვნული ეკონომიკის გადარჩენა; პოლიტიკური სტაბილურობა; სახ-ინსტიტუტების მდგრადობა; გონივრული საგარეო პოლიტიკა; საზოგადოებრივი კონსოლიდაცია.

რას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, სახელმწიფო ინტერესების საპირისპიროდ:

▪︎ ლიბერალური ფაშიზმის პედალირებით, საზოგადოებას კარგებად და ცუდებად ყოფს;

▪︎ ყველა საგარეო ვიზიტს, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისთვის იყენებს;

▪︎ პერმანენტულ რეჟიმში, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს;

▪︎ პარლამენტსა თუ ქუჩაში, ყველა მათი ქმედება და დემონსტრაცია, პოლიტიკური კრიზისის შექმნას ხმარდება;

▪︎ სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას ამუნათებენ და მოუწოდებენ საქართველოს, საერთაშორისო სანქციებში ჩართვაზე, რაც ავტომატურად ეკონომიკის ჩამოშლას მოასწავებს;

▪︎ ყველა მათი ინსინუაციური და პროვოკაციული ნაბიჯი, გათვლილია რუსეთ-უკრაინის ომში, საქართველოს მხარედ დაფიქსირებისთვის,რაც პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივაა.

პრემიერის ბოლო მიმართვა, საპარლამენტო ოპოზიციას:

„ახლა თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ შეაფასებთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ექსტრემიზმს“, – ძალიან საინტერესო, იქნება ჩვენი ოპოზიციის შეფასებები, თუმცა რა უნდა შეაფასონ, როდესაც მათი 90% ამ ექსტრემიზმსა და დესტაბილიზაციის შექმნას ასაზრდოებს?!

მოკლედ, ჩვენ ოპოზიციაზეა ნათქვამი – არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი პრემიერს: თქვენ ვერ გაბედავდით კანდიდატის სტატუსზე საუბარს, დღეს რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ
Next post მამუკა მდინარაძე: ღირსებით შევალთ ევროპაში. ბეწვის ხიდზე ჯანჯღარს და ქვეყნის ამოყირავების მცდელობას არ აქვს პერსპექტივა