ზურაბ ქადაგიძე: ზედმეტი ინსინუაციები, რასაც რესპუბლიკურის პერსონალიდან ზოგიერთი აჟიტირებული ჯგუფი მიმართავს და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობს ნაძირალობაა

Read Time:47 Second

„სამართლიანი და უპრეცედენტო დამოკიდებულებაა სახელმწიფოს მხრიდან. 12 თვის ანაზღაურება, ალტერნატიული სამუშაოს შეთავაზება და სამსახურის გარეშე დარჩენის შემთხვევაში 3 წლის განმავლობაში ხელფასი!“, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ.

მისი თქმით, ყველა თანამშრომლის შრომითი ანაზღაურება და უფლებები დაცულია, რის გარანტიასაც სახელმწიფო იძლევა, ამ თემაზე ინსინუაციები კი გაუმართლებელია.

„სამართლიანი და უპრეცედენტო დამოკიდებულებაა სახელმწიფოს მხრიდან. 12 თვის ანაზღაურება, ალტერნატიული სამუშაოს შეთავაზება და სამსახურის გარეშე დარჩენის შემთხვევაში 3 წლის განმავლობაში ხელფასი! რესპუბლიკური საავადმყოფო მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა დაინგრეს, სადაც ახალი კლინიკა აშენდება. აშენებამდე ყველა თანამშრომლის შრომითი ანაზღაურება და უფლებები დაცულია, რის გარანტიასაც სახელმწიფო იძლევა.

ამ შემთხვევაში ზედმეტი ინსინუაციები, რასაც რესპუბლიკურის პერსონალიდან ზოგიერთი აჟიტირებული ჯგუფი მიმართავს და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობს ნაძირალობაა, რადგან სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული პირობები უპრეცედენტოა და ანალოგი არ მოიძებნება, ხოლო იმ პოლიტიკოსებს ვისთანაც კონტაქტზე ხართ და ხელს ათბობინებთ ამ თემით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავ-პირს დაგამტვრევდნენ და წიხლის კვრით გამოგაგდებდნენ მაგ შენობიდან. ასე, რომ შეაფასეთ რეალობა და პარაზიტობას მოეშვით!” – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანა კაკაბაძე – ახალგაზრდობის ნაწილს იმით უტენიან თავს, რომ სწორედ მანქანების დამსხვრევების, სიწმინდეების დამზიანებლების, პოლიციელებისთვის ცეცხლის წამკიდებლების დაცვაა პატრიოტიზმის გამოხატულება
Next post მეუფე შიო: რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეები, რადგან მათ გარეშე, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია