ზურაბ აბაშიძე: „მინდა, ჩვენი გუნდის ინიციატივით რაიონის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები თითოეულ ოჯახზე აისახოს“
მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარობის დეპუტატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას. ამჯერად მან შეხვედრა გუნიას ქუჩაზე გამართა და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
ზურაბ აბაშიძე: „მინდა, ჩვენი გუნდის ინიციატივით განხორციელებული პროექტები და რაიონის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები თითოეულ ოჯახზე აისახოს. ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის ადგილობრივი მცხოვრებლების მხარდაჭერა და გამარჯვების შემდეგ ვაპირებ, ყოველდღიურად ვიზრუნო მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.“
მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივ მცხოვრებლებთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგულარულად გააგრძელებს, რადგან, მისი თქმით, უშუალოდ მათთან საუბრისას იკვეთება ყველაზე რეალური სურათი რაიონში არსებულ გამოწვევებთან მიმართებით.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი და საკრებულოს წევრობის კანდიდატი ლევან აბაშიძეესწრებოდნენ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...