ზურაბ აბაშიძე: „ერთობლივად დასახული მიზნები უნდა ემსახურებოდეს ყველაზე მთავარს – ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობას“
„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში, განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს.
ამჯერად ზურაბ აბაშიძემ ლეონიძის, იაშვილის, ქიქოძის, ასათიანის, თაბუკაშვილისა და ჯამბულის ქუჩის მცხოვრებლებისგან მოისმინა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ყოველდღიურად ადგილობრივი მოსახლეობა.
შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო სახლებისა და შიდა ეზოების კეთილმოწყობის შესაძლებლობებს. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივები და ხედვები განიხილა.
„სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში აუცილებელია, თითოეული ქუჩის მოსახლეობის პოზიციები იყოს გათვალისწინებული, რათა ერთობლივად დასახული მიზნები ემსახურებოდეს ყველაზე მთავარს – ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს რეგულარულად გამართავს და ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩას მოიცავს.
ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...
პაატა მანჯგალაძე: ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, სინამდვილეში. ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება, მართლა გართულდეს და რაზე ავიღო პასუხისმგებლობა. კობახიძემ აიღოს პასუხისმგებლობა
გგონიათ, რომელიმე პოლიტიკოსის გამო არიან მოსული ეს ბავშვები აქ? ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება,...
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...