ზურაბ აბაშიძე: „გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ გავაგრძელოთ უკანასკნელ წლებში დაწყებული საქმე ჩვენი რაიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის“
„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში, შალვა დადიანის, ივანე მაჩაბლისა და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი თემები განიხილა. მათ შორის, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და უბნის ინფრასტრუქტურის განახლების, სკვერების გაშენების, ეზოების მოწყობისა და ტურიზმის გაძლიერების საკითხები.
ზურაბ აბაშიძე: „კახა კალაძის გუნდთან ერთად გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ აქტიურად გავაგრძელოთ უკანასკნელ წლებში დაწყებული საქმე ჩვენი რაიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მთაწმინდა უახლოეს წლებში აუცილებლად გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი, კიდევ უფრო მწვანე და სიცოცხლით სავსე ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს დასვენებას და დროის საინტერესოდ გატარებას.“
ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრები სისტემატურად გაგრძელდება, რადგან, რაიონის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, მის მთავარ მიზანს, სამომავლო პროექტებსა და ინიციატივებზე მუშაობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებისა და პოზიციების გათვალისწინება წარმოადგენს.
მაჟორიტარობის კანდიდატმა Covid-19-ის საწინააღმდეგო მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს – აღვადგინოთ ეკონომიკა, სამსახურებმა განაახლონ მუშაობა, ხოლო ბავშვებმა და სტუდენტებმა სწავლა ბუნებრივ გარემოში გააგრძელონ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...
პეტრე ცისკარიშვილი: ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს
ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს, ზუსტად ისევე, როგორც აპირებენ, ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ...
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...