ზურაბ აბაშიძემ სოლოლაკის მოსახლეობასთან ძველი თბილისის განვითარების მხარდამჭერი პროექტები განიხილა

Read Time:38 Second

 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს.

ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათთან უკანასკნელ წლებში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ზურაბ აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა. მისი თქმით, კახა კალაძის გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული მთაწმინდის რაიონში არსებული პრობლემები და უკვე არსებობს ძველი თბილისის განვითარების გეგმა, რაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების შენარჩუნებასა და მოვლა-პატრონობასაც მოიცავს. ამასთან, რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, სპორტული მოედნების მოწყობა, რეკრეაციული სივრცეების გაჩენა და სკვერების მოწყობა.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, შეხვედრები მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩის მცხოვრებლებთან ეტაპობრივად გაიმართება, რათა სამომავლო პროექტების დაგეგმვისას მაქსიმალურად მოხდეს თითოეული მთაწმინდელის პოზიციისა და ინტერესების გათვალისწინება.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე დგებუაძე: საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის გასაახლებლად განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, კვლევის ჩატარებას გეგმავს
Next post რატი ბრეგაძე: ყველას გვახსოვს ის ცობილი კადრები, როდესაც ტელეკამერებით და მიკროფონებით შეიარაღებულ ჟურნალისტებთან ავტომატებით კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები შეიჭრნენ. ამ ყველაფერს „ქართულმა ოცნებამ“ უპრეცენდენტო თავისუფლების დამკვიდრებით უპასუხა