ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

Read Time:38 Second

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთანწინასაარჩევნო შეხვედრები სულხან-საბას ქუჩასა და ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში გამართა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები მოისმინა და მათ უბნის განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები გააცნო.

ზურაბ აბაშიძე: „ჩვენ, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პარალელურად, აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი რაიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და ქუჩების კეთილმოწყობის პროგრამების მხარდაჭერა.“

მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სისტემატურად გაგრძელდება, რადგან სწორედ მათთან საუბარში იკვეთება რაიონში არსებული ყველაზე რეალურიგამოწვევები, რომელთა დაძლევის გზებზე მუშაობა ისევ და ისევ მოსახლეობის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, პარლამენტის წევრი, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ჭიკაძე ქართველებზე-“როცა ჩვენ ვიბრძვით, ეს 3 მილიონი ადამიანი ერთიანდება. გილოცავთ მარიამობას!”
Next post ამირან გამყრელიძე: ივლისთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამნახევარჯერ არის მომატებული