ამირან გამყრელიძე: ივლისთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამნახევარჯერ არის მომატებული

Read Time:27 Second

ივლისთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამნახევარჯერ არის მომატებული,- ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ვაქცინაცია აგვისტოში საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს. გასაგებია, რომ უფრო მეტი გვინდა, მაგრამ ივლისთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამნახევარჯერ არის მომატებული. თვიური მაჩვენებელი არის 23 000 აცრა დღეში და ბოლო 1 კვირის განმავლობაში ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 26000-მდე. გვინდა, რომ იყოს 30-35 ათასი დღეში, 40-იც – იმიტომ რომ გამტარუნარიანობა ჩვენს ქვეყანას აქვს და ვაქცინების მარაგიც საკმარისია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 543118 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 482732, გარდაიცვალა 7251 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა
Next post ქართული ოცნების წალენჯიხის მერობის კანდიდატი გოგა გულორდავას შეხვედრები მოსახლეობას