ზუგდიდში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

Read Time:26 Second

ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ახალი გზა სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგება.

სამუშაო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

„ზუგდიდში დავიწყეთ მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ეს მონაკვეთი ავარიული იყო და მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემები ექმნებოდათ. კოსტავას ქუჩის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, იწყება 16 ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები, რისთვისაც მთლიანობაში გამოყოფილია 4 მილიონი ლარი“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ზუგდიდში ბოლო ორი წლის განმავლობაში 110-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია  განხორციელდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შსს ნამახვანჰესის აქციაზე შეკრებილ ხალხს მოუწოდებს არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს
Next post თანამშრომლობა ეპიდემიის საკითხში