ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება
მიმდინარე წლის 10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს დაავალა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ და ადგილზე საინფორმაციო ჯიხურები განათავსონ.
„ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით გასულ წელს ორი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ. ეს არის კოტე აფხაზის ქუჩა და ორბელიანის მოედანი მიმდებარე ქუჩებით. რეფორმა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. შემდეგი ქუჩა, სადაც გვინდა ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება განვახორციელოთ, ბარათაშვილის ქუჩაა. 10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ვთხოვ, მოსახლეობის სრული საინფორმაციო უზრუნველყოფა მოახდინონ. ასევე, განვათავსოთ სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივებს ექნებათ შესაძლებლობა, სრული ინფორმაცია მიიღონ. პარკირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო იქნება, თუმცა მათ საკუთარი ავტომობილები შესაბამის პორტალზე უნდა დაარეგისტრირონ. თუ საჭირო იქნება, დავბეჭდოთ საინფორმაციო ბუკლეტებიც და მოსახლეობას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის ბარათაშვილის ქუჩაზეც უფასო იქნება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...