ზელენსკი მზადაა პუტინს სტამბოლში შეხვდეს – თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი

Read Time:39 Second

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სტამბოლში ან ანკარაში შეხვედრაზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. ინფორმაციას LENTA.RU ავრცელებს.

ერდოღანმა ზელენსკის განზრახვები პუტინს უკვე გადასცა.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ასეთი შეხვედრის გამართვა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება სიტუაციაზე. თურქეთი მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუს კოლეგასთან კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს, თურქეთის ლიდერი გააჟღერებს ანკარის წინადადებებს უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად.

„თურქეთი ამჟამად არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად ისაუბრონ როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან. ვიმეორებ ჩვენი პრეზიდენტის სიტყვებს, ჩვენ ვერ დავტოვებთ რუსეთს და უკრაინას. ამიტომ, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები შეგვიძლია გადავდგათ მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანაზე, მაგრამ განსაკუთრებით, რუსული მხარის დასარწმუნებლად“, – განაცხადა კალინმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რელიგიაა ერთი, ეს არის მიშიზმი
Next post გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: როდესაც დაინახეს, რომ მმართველ ძალას აქვს ხელში ევროკავშირში გაწევრიანების რესურსი, მთელი რესურსი, მათ შორის ფულადი, მიმართეს ოფიციალური ლობისტებისკენ