ზაქარია ქუცნაშვილი-ბატონ ბიძინასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მოფერებით შაქარიას მეძახის

Read Time:58 Second

ბატონ ბიძინასთან მეგობრული, ურთიერთობა მაქვს, მოფერებით შაქარიას მეძახის- ამის შესახებ პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა. გადაცემა „ბარიერში“ მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა.

„მე გამიხარდა ბატონი ბიძინას დაბრუნება. მას პატივს ვცემ. მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მისი როლი ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხებაში არის ძალიან მაღალი.

მგონია, რომ ბატონი ბიძინა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ქველმოქმედია. ვნახოთ 21-ე საუკუნე შობს კიდევ თუ არა მასზე დიდ ქველმოქმედს. თუმცა, არ დაგიმალავთ, რომ მე მასთან მაქვს მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალის და ბატონის დამოკიდებულება.

მე ხშირად გამიკრიტიკებია ბატონი ბიძინა, ისევე როგორც მასაც გავუკრიტიკებივარ ხშირად. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ეს მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება სიმართლის თქმას პირში, და არა იმას, რომ მოდი ვთქვა ის, რაც მას ესიამოვნება. შაქარიას მეძახის მოფერებით. აქედან გამომდინარე, მეგობრული ურთიერთობა და ის განვლილი გზა მაძლევს უფლებას და მე ვფიქრობ ვალდებულიც ვარ, იმიტომ რომ მაქვს ასეთი პრინციპი, რომ პარლამენტის წევრის უფროსი არ არსებობს, გარდა რამოდენიმე რამისა: ეს არის სინდისი, ხალხი, კანონი და, თუ მორწმუნე ხარ, ღმერთი. აი ეს არის პარლამენტის წევრის უფროსი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის №38 გაერთიანებული ოლქიდან არის არჩეული. არის ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და 2 კომიტეტის წევრი.

reginfo.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დათვი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან [ვიდეო]
Next post ლიტველები დღეიდან საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოს“ უწოდებენ