ზაზა შათირიშვილი: მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული?

Read Time:59 Second

მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული?, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

„ამ ყველაფრის ფონზე, მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, რომლებსაც 100 წლის წინ მოღვაწე ბოლშევიკების მსგავსად, თავი ყველაზე პროგრესულ კასტად მოაქვთ და სინამდვილეში, კონკრეტული მანკიერი იდეოლოგიის გავრცელების შიშველ იარაღად არიან ქცეული: ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული? ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ თქვენს პოზიციას არა ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ სწრაფვა, არამედ სწორედ მონური აზროვნება და თავს მოხვეული იდეოლოგიის თვალდახუჭული მორჩილება განაპირობებს? ნუთუ, თქვენი შვილებისთვის გემეტებათ ის მახინჯი სამყარო, რომელიც ჰაქსლისა და ორუელის ნაწარმოებებშია აღწერილი? ნუთუ, არ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილები დასაცავი არიან ლგბტ პროპაგანდისგან, ეროვნული, რელიგიური, სქესობრივი და სექსუალური იდენტობის მოშლისგან? ნუთუ, არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ჭირდება დაცვა რამდენიმე ოჯახის პათოლოგიური ზრახვებისგან? და ბოლოს, ნუთუ, არ დაფიქრებულხართ, რომ გლობალური პოლიტიკური თამაშებისგან საქართველოს დაცვა მხოლოდ მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში არის შესაძლებელი?

მოვუწოდებ ყველას, ლიბერალს თუ არალიბერალს, კარგად დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე და გაუფრთხილდნენ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა 30 საუკუნის მანძილზე თავგანწირული ბრძოლის ფასად შემოგვინახეს. დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს გადარჩენა მხოლოდ მისი სუვერენიტეტის დაცვითა და გაფრთხილებით არის შესაძლებელი“, – ნათქვამია წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: მე მგონი, ოპოზიციამაც კარგად დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებს ვერ შეაჩერებს მათი დესტრუქცია. ჩვენ გვაქვს არსებითი პროგრესი და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, მღელვარების საფუძველი არ გვაქვს, საუბარია კლინიკის იმავე ადგილას აშენებაზე