ზაზა ფაჩულია ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად ნეაპოლში „მილანთან“ მატჩზე ჩავიდა

Read Time:31 Second

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად ნეაპოლში ჩავიდა, სადაც „ნაპოლი“ „მილანს“ მასპინძლობს.

შეხვედრის დაწყებამდე ფაჩულიამ CBS Sports Golazo-ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმაზე თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის კვარაცხელიას დონის ფეხბურთელის ყოლა.

„აქ სან-ფრანცისკოდან ჩამოვედი, ჩემი ქართველი სუპერვარსკვლავის მხარდასაჭერად. ის მთელს ქვეყანასა და ერს წარმოადგენს. ეს ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის. საოცარი სანახავია, რომ ქვეყანას წარმოადგენს ასეთი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი, რომელიც ბავშვებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ძალიან მეამაყება. სტადიონზე საქართველოს ძალიან ბევრ დროშას ვხედავ. ჩემს ცოლს ვეხუმრე – მგონი ნახევარი საქართველო აქ არის“, – განაცხადა ფაჩულიამ.

მასთან ერთად ეთერში ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი და ჯანფრანკო ძოლაც საუბრობდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კეზერაშვილი: 2012 წელს მე მომიწია დამეთმო ჩემი წილები, ეს იყო მოთხოვნა ახალი მოსული მთავრობის მხრიდან – უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან მე არასდროს არ მქონია კონტაქტი და არც შეხება, არც ურთიერთობა
Next post დავით კეზერაშვილი: მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა, პარტიის ახალ მენეჯმენტში კი ვმეგობრობ პეტოსთანაც, კიდევ ბევრთან