ზაზა ფაჩულია: ყველაზე კარგად დედაჩემი მიცნობდა და იცოდა, რა დამეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში

Read Time:39 Second

დედამ გამაცნო და შემაყვარა კალათბურთი, – ამის შესახებ ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემაში „ნოსთან“ განაცხადა.

მან ბავშვობის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ დიდუბეში, იმ ადგილზე ახლა, სადაც „ზაზა ფაჩულიას აკადემიაა“, 9 წლის იყო, როდესაც კალათბურთში ვარჯიში დაიწყო.

მისი თქმით, დედა ყოფილი კალათბურთელი, ხოლო მამა ყოფილი ძიუდოისტი იყო, ამიტომ ოჯახში ხშირად ჰქონდათ დავა, სპორტის რომელი სფერო უნდა აერჩია პატარა ზაზა ფაჩულიას.

„მახსოვს, პატარა რომ ვიყავი სახლში ხშირად კამათი იყო, თუ რა გზას ავირჩევდი. რა თქმა უნდა, მამას უნდოდა, რომ ჭიდაობაზე შევეყვანე, დედაჩემს უნდოდა, კალათბურთელი გამოვსულიყავი. სახლში სერიოზული კონფლიქტი იყო. ამ ბრძოლაში დედაჩემმა გაიმარჯვა.

დედამ გაიმარჯვა იმით, რომ კალათბურთელისა და მოჭიდავის სურათი მაჩვენა. არ მინდა, უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ასეთი პრეზენტაცია გაუკეთა, რომ კალათბურთელი მაღალია, ასე შემდეგ და გოგოებში პოპულარული. ამან დადებითად იმოქმედა. ყველაზე კარგად დედაჩემი მიცნობდა და იცოდა, რა დამეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა ფაჩულიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? ადამიანებს ნანახი აქვთ როგორ ათრევდა თმებით უკრაინელი სამართალდამცველი
Next post ზაზა ფაჩულია: ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ვიქტორ სანიკიძეს, კალათბურთი კარგ ხელშია