ზაზა სარალიძე: რახან აქციებიდან წამოვედი და მეორე შვილის გადარჩენაზე ვიზრუნებ, გამყიდველი ვარ?

Read Time:57 Second

ესეგი ზაზა სარალიძეს, რადგან მკვლელები დაიჭირეს, არ უნდა გამოვიდეს არსად, ხომ? ხმა არ უნდა ამოვიღო, ხომ? რახან აქციებიდან წამოვედი და მეორე შვილის გადარჩენაზე ვიზრუნებ გამყიდველი ვარ? ვაი თქვენ პატრონს, საით მიაქანებთ საქართველოს თქვე მართლა საცოდავებო. ზუსტად ამის მსხვერპლია ჩემი შვილი. მეტი არაფრის. ამ ზიზღმა მოკლა ჩემი შვილი. მეტი არაფერმა, გათითოკაცებული ვიღაც ნაძირლების შვილებმა შეიწირა, მეტი არაფერმა. მამიკოები რომ ხელებს თავზე უსვამენ, მეტი არავინ…” – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

მე დღეს ის ბიჭები მეცოდება, სუყველა. მე ბოლო სასამართლოზე დავაფიქსირე და დღეს ღიად ვამბობ ამას, პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვან სუყველა… ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ რომ კანონი მეუბნება, 15 წლის შემდეგ მაინც უნდა აპატიო.
ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან ყველა, გამოუშვან კალანდიაც, გამოუშვან ეს ბიჭიც, აღარ არის მნიშვნელოვანი, სიმართლე უკვე ითქვა, ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე, ახლა რას იტყვიან აღარ მაინტერესებს. მე ძალინ კარგად მესმის მიხეილ კალანდიას მშობლების, ჯანაშიას მშობლების, ძალინ კარგად მესმის მენაბდის მშობლების. ესენი პატარა ბავშვები იყვნენ და რა მოხდა იქ, არავინ იცის, მაგრამ მერე უფროსებმა რაც გაკეთეს, ესაა საინტერესო, არამარტო პროკურორებმა, მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა, გადაწყვიტეს, რომ ზაზა სარალიძე გლეხია, ხო? კი, ბატრონო გლეხი ვარ. ჩემი მოკლული შვილის სულს არავის შეგალახინებთ.” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა გვარამია – პროცესზე პროკურორმა გვითხრა, გამოსაკვლევი ხართო
Next post ჯანდაცვის სამინისტრო „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს