ზაზა პაპუაშვილი: დროა ავანსცენაზე მთავარ როლში გამოვიდეს საზოგადოება

Read Time:45 Second

საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ არცერთ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოში არანაირი მაიდანი, არანაირი რევოლუცია, არანაირი მეორე თუ მეთოთხმეტე ფრონტები და არც არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება, – ამის შესახებ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ დაანონსებულ აქციაზე „მოვდივარ“ საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ტელევიზიით უყურებ, როგორ უნდათ დაანგრიონ ქვეყანა საზოგადოების სახელით, საქართველოს სახელით და საზოგადოება და საქართველო არ ჩანს, ეს ცოტა არ იყოს უხერხულია. ვფიქრობ, რომ დროა ავანსცენაზე მთავარ როლში გამოვიდეს და დაიბრუნოს თავისი ღირსეული ადგილი, უნარი, შნო, თავისი მორალური და ზნეობრივი საყრდენებით, საზოგადოებამ. არ შეიძლება მუდმივად საზოგადოების აზრი იყოს იგნორირებული.

35 წლის განმავლობაში ვუყურებთ პოლიტიკოსებს, რომლებიც უკვე გაცვდნენ, „ჩაბერდნენ“. მათ ვერ შექმნეს ვერანაირი ალტერნატივა, ვერანაირ მშვიდობას ვერ ჩაუყარეს საფუძველი, არ შეუძლიათ ადეკვატური ოპონირება, საზოგადოების ხმა აქ არის მთავარი, რომ კმარა, უნდა შეწყდეს ეს ყველაფერი და ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში. მას უნდა შესწევდეს უნარი, რომ ხმამაღლა გამოთქვას ეს პროტესტი და დეკლარირება მოახდინოს თავისი წუხილის. ამის გამო უნდა შევიკრიბოთ. ძალიან დიდი რაოდენობით“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
Next post ლევან ოჩიგავა ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია