ზაალ სარაჯიშვილი-ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საფრთხეების პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიმაჩნია ევროპაში საქართველოს მოქალაქეების დროებით ლეგალურად დასაქმების მხარდამჭერა და ეროვნული მექნიზმის შექმნა

Read Time:1 Minute, 33 Second

 “ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საფრთხეების პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიმაჩნია ევროპაში საქართველოს მოქალაქეების დროებით ლეგალურად დასაქმების მხარდამჭერა და ეროვნული მექნიზმის შექმნა”- ამის შესახებ, -,, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის” პრეზიდენტი ზაალ სარაჯიშვილი
საკუთარ ,,ფეისბუქის” გვერდზე წერს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,დღეს აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ვიზალიბერალიზაციის საფრთხეებსა და მის პრევენციაზე, არის მოწოდებები ვიზალიბერალიზაციით დადგენილი წესების და მოთხოვნების კეთილსინდისიერად დაცვაზე, ამ მონაპოვარის შენარჩუნებაზე და ა.შ., მაგრამ ცხოვრება და რეალობა თავისას კარნახობს და აიძულებს ადამიანებს სხვადასხვა გზით ეძებონ ევროპაში დარჩენისა და დასაქმების საშუალებები…

ფაქტია და აღმოსავლეთ ევროპის ქევყნების გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში შრომითი მიგრაცია გარდაუვალია და შეუქცევადია. ამიტომაც, ვფიქრობ პრობლემას ცოტა სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ…

ამ სიტუაციას თუ დავაკვირდებით ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა არ ცდილობს დაარღვიოს სავიზო რეჟიმი, ისინი იყენებენ სამართლებრივ გზებს, ითხოვენ რა თავშესაფრს (ეს კანონიერია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით). ამ შემთხვევაში ისინი ახანგრძლივებენ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დროს, რადგან ადგილსამყოფელი ქვეყნის საიმიგრაციო სამსახური ვალდებულია განიხილოს თავშესაფრის განცხადება დადგენილ ვადაში, რომელიც რამოდენიმე თვესაც მიიცავს, თან რიგ შემთხვევაში თავშესაფრის მომთხოვს გადაუხადოს საარსებო თანხაც…

საქართველოს მოქალაქეების ასეთი მოქცევის მთავარი მიზანია ხშირ შემთხვევაში ევროპაში დროებითი დასაქმებაა, სამუშაოს მოძიება. თუ რატომ ეძებემ უცხოეთში სამუშაო საქართველოს მოქალაქეები ამის მიზეზი ბევრია და მიზანი არ არის აქ ამ საკითხზე საუბარი…

ამიტომაც, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საფრთხეების პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიმაჩნია ევროპაში საქართველოს მოქალაქეების დროებით ლეგალურად დასაქმების მხარდაჭერა და ეროვნული მექნიზმის შექმნა. ამისთვის კი საჭიროა, რომ სახელმწიფომ აქტიურად ჩაერთოს შრომითი მიგრაციის პროცესში. ამასთან ერთად, წინასწარ მოვემზადებით ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ წარმოქმნილი შრომითი მიგრაციის ახალი ნაკადის მართვისათვის…

შესაბამისად, ამ მიზნით აუცილებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰყავდეს სპეციალური წარმომადგენელი შრომითი მიგრაციის საკითხებში, რომელიც მოახდენს საქართველოს შრომითი ბაზრის პოტენციალის ევროპის შრომის ბაზართან თავსებადობის შესწავლას, ასევე მუდმივად შეისწავლის შრომის ევროპული ბაზრის ტენდეციებს. ამასთან, ერთად შრომითი მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დაამყარებს საჭირო კონტაქტებს ევროკავშირის ყველა წევრ-სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან, რომლებთან ერთად შეიმუშავებს და განახორცილებს სპეციალურ პროგრამებს მოქალაქეების ევროპაში ლეგალურად დროებით დასაქმების თაობაზე…
ამას გარდა, აუცილებლად გამოსაყენებელია საერთაშორისო, არასამთავრობო და დიასპორული ორგანიზაციების შესაძლებლობები, ასევე ხელი უნდა შეეწყოს შრომითი მიგრაციის სააგენტოებს საქართველოში”- წერს ზაალ სარაჯიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური რისკები დაასახელა
Next post თსუ-ში, მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართება