,,გაიგეთ, ვისაც ეს ეხება – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც თავის ანგარიშებში ეყრდნობა ფაქტოლოგიას და არა ემოციებს, ამბობს რომ 20 ივნისს ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრის მცდელობას და რომ პოლიციამ კანონიერი ძალა გამოიყენა”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
მისი თქმით, ვეღარ გამოვა ამ თემით წინასაარჩევნოდ სპეკულაცია.
,,ასე ხდება ყველა თვითკმარ სახელმწიფოში. კი ცდილობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთში სამიზნე აუდიტორიის ემოციებზე გეთამაშათ, მაგრამ ეფექტი ხანმოკლე აღმოჩნდა. იცით რატომ? ვერასოდეს მიხვდებით. იმიტომ, რომ დამოუკიდებელ და თავისუფლება მიცემულ მედიას საშუალება ჰქონდა, უწყვეტ რეჟიმში აესახა მოვლენები, და ხალხმა საკუთარი თვალით ნახა, რა, როგორ, რატომ და როდის ხდებოდა და ვის მიერ. აწი ვეღარ გამოვა ამ თემით წინასაარჩევნოდ სპეკულაცია“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა მთავრობის დროს ადგილი ჰქონდა ქონების გადაცემის შემთხვევებს, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ ხდებოდა იძულებითი წესით.