ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისთვის რუსეთის ულტიმატუმები მიუღებელია

Read Time:22 Second

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთის ულტიმატუმები მიუღებელია.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ულტიმატუმების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უკრაინას სრულად გაანადგურებენ.

„უკრაინა ვერ შეასრულებს რუსეთის ულტიმატუმებს. ყველა უნდა გაგვანადგუროს და მაშინ მათი ულტიმატუმი შესრულდება. მაგალითად, „მოგვეცით ხარკოვი, მოგვეცით მარიუპოლი, მოგვეცით კიევი“. არც ხარკოველები, არც მარიუპოლელები, არც კიეველები, არც პრეზიდენტი – ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ულტიმატუმები უკრაინასთან ომის პროცესში რუსეთს არავითარ შედეგს არ მოუტანს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალექსეი რეზნიკოვი – მოსკოვს ეშინია ჩვენი არმიის, ამიტომ თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას, ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი, კრემლი უნდა გაჩერდეს, თორემ უფრო შორს წავა და სხვა ქვეყნებს დაესხმება თავს
Next post თეა წულუკიანის შვილი 5 წლის გახდა