ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებს: თქვენ სუსტები ხართ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აწარმოებთ – თქვენ დარჩებით ტერორისტებად, რომლებისაც საკუთარ შვილიშვილებსაც კი შერცხვებათ

Read Time:26 Second

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსებს რუსულ ენაზე მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს.

„დღეს თქვენი, რუსული სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა კრივი-რიჰიკარაჩანოვსკის წყალსაცავი, ობიექტები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ სამხედრო ღირებულება და ფაქტობრივად, ასობით ათას ჩვეულებრივ მშვიდობიან მოქალაქეს ურტყამთ. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც რუსეთი წააგებს, და არა მხოლოდ ამ ომს, არამედ თავად ისტორიასაც. თქვენ სუსტები ხართ, რომლებიც ომს აწარმოებთ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ნაძირლები, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაქცეულები ცდილობენ სადღაც შორიდან გამოიწვიონ ზიანი. თქვენ დარჩებით ტერორისტებად, რომლებისაც საკუთარ შვილიშვილებსაც კი შერცხვებათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც და პირდაპირ აფინანსებდა სახელმწიფო სტრუქტურებს, მაშინ რატომ არ იყო ოლიგარქი და ახლა რატომ აცხადებენ ოლიგარქად?
Next post ოლაფ შოლცი: ევროპულ საბჭოში ამ ზაფხულში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შევთანხმდით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას