ვოლოდიმერ ზელენსკი-ომი უნდა დასრულდეს, შეხვედრის დროა

Read Time:29 Second

„ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. 

„როგორც წესი, ასეთ დროს ვამბობდით – გაზაფხული მოვიდა; ახლა კი ვამბობთ – ომი მოვიდა. მაგრამ ჩვენ მაინც დავამარცხებთ ყველას, რადგან თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ერი ვართ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ომის დაწყების დღიდან დაიღუპა 14 ათასი რუსი სამხედრო, ხოლო ათობით ათასი დაშავდა და მან რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

„ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი წამოდგომისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ჩიხელიძე-უკრაინა არამეგობრულად იქცევა, როდესაც მაღალ თანამდებობაზე საქართველოში დევნილ პირებს ნიშნავს
Next post დავით ქართველიშვილი: ოპოზიციაში დღემდე ბჭობენ არარსებული მეტროს ვაგონის შესყიდვით, თუ არარსებული ლიტრი რძის გაყიდვით რუსეთში, საქართველო რა „დამანგრეველ“ წვლილს შეიტანდა უკრაინულ ტრაგედიაში