დავით ჩიხელიძე-უკრაინა არამეგობრულად იქცევა, როდესაც მაღალ თანამდებობაზე საქართველოში დევნილ პირებს ნიშნავს

Read Time:1 Minute, 26 Second

„უკრაინამ მაღალ თანამდებობაზე, ძებნილი დანიშნა (გიორგი ლორთქიფანიძე), რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე დადებით გავლენას არ მოახდენს, ხშირად გვესმის რომ საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან, მაგრამ უკვე წლებია პარტნიორობა ცალმხრივი გახდა“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, უკრაინელი პოლიტიკოსები საკუთარი გამოსვლებით უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, რაც ჩიხელიძის აზრით, დაუშვებელია:

„უკრაინის როგორც სახელმწიფოს და უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირების ქმედებები დიდი ხანია კრიტიკას ვერ უძლებს, მათი ქმედება ნამდვილად არ ჯდება სტრატეგიული პარტნიორის ქმედებაში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ უკრაინის ერთგულება არაერთ საერთაშორისო ტრიბუნაზე დაადასტურა. საქართველო იყო მსოფლიოში მეორე სახელმწიფო, რომლის პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო; მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე; თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ; მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების შესახებ; საქართველოსა და კიდევ 38 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით და ა.შ.

რაც შეეხება ყბადაღებულ სანქციების თემა, უკრაინაც კი დღემდე საკუთარ ტერიტორიაზე რუსულ გაზს ატარებს, ვფიქრობ ამით ყველაფერია ნათქვამი. რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, რომელსაც უკრაინა ახორციელებს, ზოგადად სტრატეგიული პარტნიორობის შეფასების რამდენიმე ინდიკატორი არსებობს, მაგ: პატივს სცემ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, სასამართლო სისტემას, გაქვთ საერთო მიზნები და ა.შ. უკრაინა კი როგორ იქცევა? ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ამბობს, რომ უკრაინის შემთხვევა ცალკე უნდა განიხილონ და არა საქართველოსთან ერთად, რადგან უკრაინაში განსხვავებული მოცემულობაა. ვეთანხმები განსხვავებული მოცემულობაა, მაგრამ თუ ევროკავშირში გაწევრიანება ომზე არის დამოკიდებული, მათ ავიწყდებათ, რომ საქართველომ საკუთარი საფასური 2008 წელს გადაიხადა…. უკრაინა არამეგობრულად იქცევა, როდესაც მაღალ თანამდებობაზე საქართველოში დევნილ პირებს ნიშნავს. ასევე, უკრაინის სახელმწიფოს სხვადასხვა შეხვედრაზე, საქართველოს მიერ ძებნილი ადეიშვილი ესწრება. უკრაინელი პოლიტიკოსები საკუთარი გამოსვლებით უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, რაც დაუშვებელია. ყველა ქვეყანა, ვალდებულია პატივი სცეს ჩვენს სახელმწიფოს“, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების ჩარიცხვა დაიწყო
Next post ვოლოდიმერ ზელენსკი-ომი უნდა დასრულდეს, შეხვედრის დროა