ვლადიმერ ჩაჩიბაია განცხადებას ავრცელებს

Read Time:1 Minute, 1 Second

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია განცხადებას ავრცელებს.

„თადარიგის გენერალმა მამუკა ყურაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2008 წლის ომში ბრძოლის ველზე დაღუპული გმირების გადმოსვენებასთან დაკავშირებით მცდარი და დეზინფორმაციული განცხადება გააკეთა, თითქოს მე, გენერალმა ჩაჩიბაიამ, დავიბრალე ჩვენი მეომრების გადმოსვენების ოპერაციის ჩატარება. მინდა, გითხრათ, რომ პატრიარქის ინიციატივით და უშუალო ჩართულობით განხორციელდა აღნიშნული ღონისძიება, რომელიც სამარცხვინოდ მიიწერა მამუკა ყურაშვილმა. ნამდვილად არ ექნება მას საამაყოდ საქმე, ბოლომდე რომ ვისაუბრო ყველაფერზე, რა მიზეზით წავყევი პატრიარქს მაშინ, როდესაც ჩემი სიცოცხლე შეიძლება, ყოფილიყო რისკის ქვეშ.

არ არის სწორი საკუთარი სიმხდალე ვინმეს დისკრედიტაციის გზით გადაფაროს. არასდროს, არც ერთ ოფიცერზე მისაუბრია საჯაროდ, რადგან არსებობს ოფიცრის ღირსება, რომელიც ყველა ღირსეულმა სამხედრომ უნდა დაიცვას. ასევე მინდა, გავახსენო ყურაშვილს, ვინ იყო მასთან ერთად, როცა იყო მარტო ცხინვალის მიმართულებაზე და შემიძლია, გავახსენო კიდევ ბევრი შემთხვევა, სადაც მე ვადვოკატირებდი მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მადლიერება არის ღმერთის ბოძებული ნიჭიერება, რომელიც არ აღმოაჩნდა ყურაშვილს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ტყუილია, თითქოს ვიბრალებ პატრიარქის ინიციატივას. მარტივად რომ ვთქვა, ჭორაობაა და სამარცხვინო საქციელი, მით უმეტეს თუ ხარ ან იყავი სამხედრო. აპელირება საკითხზე, რატომ შევედი გადაცმული მტრის კონტროლირებად რაიონში და უღირსი მცდელობები, მინიშნებები, რომ შეიძლება, რამე კავშირი ყოფილიყო ჩემსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის, არის ყველაზე უღირსი საქციელი, რაც შეეძლო, ეკადრებინა საკუთარი თავისთვის. ამ საკითხზე საუბრობს ადამიანი, რომელიც რუსეთში ყალიბდებოდა, როგორც ოფიცერი“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა წითლიძე: უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი – მთავარი ბერკეტი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს
Next post გიული ალასანია – სააკაშვილი პირველი იყო, ვინც ეჭვი მიიტანა მოწამვლაზე, მე სერიოზულად არ შემიხედავს, ჯერ მეთვრამეტეში იყო, შემდეგ გლდანში, გორში, სად მოხდა, არ ვიცი