გიული ალასანია – სააკაშვილი პირველი იყო, ვინც ეჭვი მიიტანა მოწამვლაზე, მე სერიოზულად არ შემიხედავს, ჯერ მეთვრამეტეში იყო, შემდეგ გლდანში, გორში, სად მოხდა, არ ვიცი

Read Time:55 Second

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ თავისი შვილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა, კვლავ პრობლემად რჩება სააკაშვილის კვების საკითხი.

„ველოდებით 22 რიცხვს. წევს, დილით შედარებით დაბალი სიცხე აქვს, საღამოობით აიწევს ხოლმე. ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება. კვებას რაც შეეხება, ეს ისევ პრობლემად რჩება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესს, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილთან ამ საკითხზე არ უსაუბრია. გიული ალასანია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს და გადაწყვეტილება მიიღონ.

„არაფერს ამბობს, კომენტარსაც არ აკეთებს. ახალი წელი მოვიდა უკვე. რას ველოდებით, მომავალ ახალ წელს? ჩართავენ თუ არ ჩართავენ, პროცესი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად და დასრულდეს ან ასე, ან – ისე. იანვრამდე პროცესები ვერ გადაიწევს, რადგან ჯანმრთელობა ვერ გადაიწევს. ეს უკვე ცნობილია, რამდენჯერ ვთქვით“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საკითხს, გიული ალასანიას თქმით, მის შესაძლო მოწამვლაზე პირველად თავად სააკაშვილმა მიიტანა ეჭვი.

„პირველი იყო, ვინც ეჭვი მიიტანა. თქვა, ნამდვილად მოწამვლაა – აბა, რატომ მაქვს ეს, რატომ მაქვს ის. მართალი გითხრათ, მე სერიოზულად არ შემიხედავს. ჯერ მეთვრამეტეში იყო, შემდეგ გლდანში, გორში, სად მოხდა, არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვლადიმერ ჩაჩიბაია განცხადებას ავრცელებს
Next post თამარ ჩიბურდანიძე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე-და ჩვენც გავიმარჯვეთ! ეს არის რეალური გზა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დასაბრუნებლად. როცა ქვეყანა გიყვარს, ყველაფერს აკეთებ მისი გამარჯვებისთვის! გილოცავთ ყველა ქართველს!