ვლადიმერ გუცაევი: ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს უკვე ისტორიაა, მაგრამ დღევანდელმა ფეხბურთელებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს

Read Time:24 Second

ამ გამარჯვებას ელოდებოდა მთელი საქართველო, – ასე შეაფასა „იმედის კვირასთან“ საუბრისას საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვლადიმერ გუცაევმა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს დიდი საქმეა, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა. ისტორია უნდა გვახსოვდეს, მაგრამ დღევანდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ და მომავალზე. ამიტომ, მე ვთვლი, რომ დღევანდელმა ფეხბურთელებმა გააკეთეს ძალიან დიდი საქმე“, – აღნიშნა ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელმაც 1981 წელს თბილისის „დინამოსთან“ ერთად UEFA-ს ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შემზარავი კადრები-ყაზახეთში, წყალდიდობის გამო შვიდი რეგიონიდან 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა (ვიდეოები)
Next post კახა კალაძე ვილი სანიოლზე: მისთვის ფინანსები არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე – რომ გითხრათ, რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა გაგეცინოთ