ვიოლა ფონ კრამონი: მიხეილ სააკაშვილს აქვს არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა

Read Time:22 Second

ვიოლა ფონ კრამონმა მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა. ამის შესახებ ევროპარლამენტმა Twitter-ზე, ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარზე საპასუხოდ დაწერა. კომენტარი ფონ კრამონის მიერ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, რომელშიც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ჩარევა უნდა შეწყვიტონ.

„ყოველთვის, როდესაც სააკაშვილი რამეს ამბობს, ქვეყანა უფრო ღრმა პოლიტიკურ გაუგებრობაში ეფლობა. არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა. სწორედ ამიტომ ვახსენე ისინი ერთ წინადადებაში“, – დაწერა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები 9 მარტს გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2020 წელს ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები, პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე 11%-ით გაიზარდა, კომერციული რეკლამა კი 9%-ით შემცირდა
Next post თბილისის მერია სწავლის საფასურს კიდევ 2 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტს დაუფინანსებს