ვინ არის ქალი, რომელიც გუშინ აფეთქებას მცირეწლოვან შვილთან ერთად ემსხვერპლა? (ფოტოები)

Read Time:30 Second

გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქებისას ერთ-ერთი გარდაცვლილი ნათია ციცვაძეა. ქალი, კორპუსის მეექვსე სართულზე იმ სახლში იმყოფებოდა, რომელშიც სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა.

ნათია ციცვაძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა.

მასთან ერთად სახლში მისი სამი შვილი, და და მეუღლე იმყოფებოდდნენ. სამი შვილიდან ერთი – 4 წლის ბიჭი გუშინ ღამით “იმედის” კლინიკაში გარდაიცვალა, ორი კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. აფეთქებისას დაიღუპა ნათია ციცვაძის დაც. მისი მეუღლე კი – ფრიდონ ფირალიშვილი მსუბუქი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში იყო მოთავსებული და დღეს დილას გაწერეს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. აფეთების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 არასრუწლოვანი და 8 ადამიანი დაშავდა. 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დედ-მამა პატარა ასაკში გარდამეცვალა… მუშაობა დასუფთავებაში დავიწყე, ჩემი მეგობრები დამცინიან, როგორ არა გრცხვენიაო”
Next post ანა დოლიძე: მოამზადეთ საუკეთესო ტანსაცმელი და ჩაეხუტეთ შვილებს. რადგან თქვენ მოკვდებით