ვინ არიან 2022 წლის ოსკარის ნომინანტები

Read Time:43 Second

ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ დაჯილდოების 94-ე ცერემონიის ნომინანტები დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე მეტ, 12 კატეგორიაშია წარდგენილი ჯეინ კემპიონის ფილმი „ძაღლის ძალა“. 10 ნომინაციაშია წარდგენილი დენი ვილნევის „დიუნი“. შვიდ-შვიდ კატეგორიაში არიან წარდგენილნი „ბელფასტი“ და „ვესტსაიდური ამბავი“.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარდგენილია სურათები: „ბელფასტი“, „კოდა“, „არ აიხედო მაღლა“, „დიუნი“, „მეფე რიჩარდი“, „ძაღლის ძალა“, „ვესტსაიდური ამბავი“, „მართე ჩემი მანქანა“, „ძირტკბილას პიცა“, „კოშმარული ხეივანი“.

საუკეთესო რეჟისორის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს კენეტ ბრანარიუსუკე ჰამაგუჩი, პოლ თომას ანდერსონი, ჯეინ კამპიონი, სტივენ სპილბერგი შეეჯიბრებიან.

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ წარდგენილნი არიან: ჯესიკა ჩესტეინი, ოლივია კოლმანი, პენელოპა კრუზი, ნიკოლ კიდმანი, კრისტენ სტიუარტი.

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“ კი ხავიერ ბარდემი, ბენედიქტ კამბერბატჩი, ენდრიუ გარფილდი, უილ სმიტი, დენზელ ვაშინგტონი არიან წარდგენილნი.

„საუკეთესო ანიმაციური ფილმის“ კატეგორიაში მოხვდნენ: „ენკანტო“, „ლუკა“, „მიტჩელები მანქანების წინააღმდეგ“, „რაია და უკანასკნელი დრაკონი“, „გაქცევა“.

ნომინანტების სრულ სიას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 27 მარტს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა: სანამ უგულავა და სხვა ოდიოზური ფიგურები ოპოზიციის ლიდერები იქნებიან, განწირულია ის ქოლგა წარუმატებლობისთვის
Next post ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.92 ლარი გახდა, ევროს 3.33 ლარი