ვახტანგ გომელაური: ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში დაახლოებით 1 200 კაცზე მეტი მონაწილეობს, მობილიზებულია ტექნიკა, თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები გვექნება

Read Time:1 Minute, 3 Second

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია.

ვახტანგ გომელაურმა სიტუაციის გაცნობის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ყველა კერა ჯერ, რა თქმა უნდა, ლოკალიზებული არ არის, მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ქარი იყო და თითქმის ჩამქრალი, ლოკალიზებული ხანძარი ახლიდან გაღვივდა და გადავიდა მეორე მთაზე, დღესაც არის პატარ-პატარა კერები. არის აქტიური კერებიც. მუშაობენ.

დაახლოებით 1200 კაცზე მეტია მთლიანობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გარემოს დაცვის წარმომადგენლებიც არიან.

ასევე, მობილიზებულია ტექნიკა – 120-110 ერთეული, მათ შორის მძიმე ტექნიკა, ტრაქტორები, რომლებიც გზის გაყვანაზე მუშაობენ, რომ მიუდგნენ – ფიზიკურად ვერ უდგებიან ადამიანები.

ჩავიდნენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ჩვენებიც, თუმცა, წყალი თუ არ მიაწოდეს, მარტო ადამიანის ჩასვლა ცეცხლს ვერ ჩააქრობს, აქედან გამომდინარე, გზების გაყვანაზე მუშაობს ტექნიკა, რომ წყალი მივიდეს დანიშნულების ადგილამდე.

საშიშროება, რა თქმა უნდა, არის, თუ ქარი ამოვარდა. თუ არ ამოვარდა ქარი, ღამით კიდევ დავამუშავებთ და ხვალ უკეთესი მდგომარეობა იქნება. თუ ქარი ამოვარდა, რა თქმა უნდა, არის გავრცელების რისკი, ან შეიძლება, უფრო მეტად მოედოს ტერიტორიებს.

ხანძარი ლოკალიზებული გვაქვს სოფლებისკენ, დასახლებული პუნქტებისკენ რომ არ გავრცელდეს მანქანებია მობილიზებული. თუ ძლიერი ქარი ამოვარდა, შესაძლებელია მეტი ტერიტორია დაიწვას, ვიდრე ახლაა დამწვარი. თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები გვექნება”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე – წარმოდგენილი არგუმენტაციის პირობებში მეეჭვება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარდაჭერის პერსპექტივა ჰქონდეთ, მოსალოდნელია ახალი კონკურსის ჩატარება
Next post რატი იონათამიშვილი: რაც უფრო მეტს ისაუბრებს ეს უსამშობლო ოპოზიცია არაეულობასა და ქაოსზე, მით უფრო მეტად გამოააშკარავებს საკუთარ რეალურ სახეს