ვახტანგ გომელაური: გამომძიებელი და პოლიციელი ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია სახლის ჩამონგრევა – ეს უნდა თქვან სპეციალისტებმა

Read Time:48 Second

გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით და თუ რამეზე არასწორი ნებართვა გაიცა, რა თქმა უნდა, გატარდება შესაბამისი ზომები. არაა გამორიცხული, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

„როდესაც სამაშველო ოპერაცია დასრულდება, ექსპერტები შეისწავლიან ფუნდამენტს და ნახავენ, კონკრეტულად რა დაზიანდა და რამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. გამომძიებელი და პოლიციელი ვერ გეტყვით, სახლის ჩამონგრევა დაშენებამ გამოიწვია თუ პირველ სართულზე არასწორმა სარემონტო სამუშაოებმა. ეს უნდა თქვან სპეციალისტებმა. რაც შეეხება ზოგადად დაშენებებს, სამწუხაროდ, ეს 90-იანი წლების უბედურებაა და ეს არა მხოლოდ ბათუმს, არამედ თბილისსაც ეხება. ამ პრობლემისთვის საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე ყველა ხელისუფლებას უნდა მიეხედა, თუმცა ბოლო წლებში თბილისში მიშენებები აღარ განხორციელებულა. სამწუხაროდ, დაშენება ამ კორპუსზე 15 წლის წინ განხორციელდა. არ გაგიჭირდებათ შესაბამისი ნებართვების მოძიება და იმის შემოწმება, თუ როდის გაიცა ეს ნებართვები“, – აცხადებს გომელაური.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თორნიკე რიჟვაძე: სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გეოლოგები ირგვლივ მდგომი ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან
Next post არსებული ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციისთვის, 5 დღის წინ, მოქალაქემ საჯარო რეესტრს მიმართა, თუმცა რეესტრმა წარმოება შეაჩერა