ვატო შაქარიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ

Read Time:38 Second

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პარლამენტის ტრიბუნაზე იდგა უმადური ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გადაუდგა.

მისი თქმით, დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ

„მიუხედავად იმისა, რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა, მაინც ბოდიშს ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვისაც ვარწმუნებდი მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის! თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, სამტრედიაში, ბათუმში, ჩოხატაურში… სადაც ჩავედით და მის მხარდასაჭერად დარბაზები გადავჭედეთ… ბოდიში! პარლამენტის ტრიბუნაზე იდგა აროგანტული, უსაფუძვლოდ ამპარტავანი, უმადური ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გადაუდგა!

დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ. ქართველმა ხალხმა ის პრეზიდენტად აირჩია, უცხო ქვეყნების ძალებმა კი, ოპოზიციის ლიდერად დანიშნეს. აღიარებამაც არ დააყოვნა მქუხარე ტაში ნაცმოძრაობისგან და მადლობა გახარიასგან.
ღალატსაც ვერ ვარქმევ… არის კი საქართველო მისი სამშობლო…?“- წერს ვატო შაქარიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
100 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო
Next post ირაკლი კობახიძე: მინდა პრეზიდენტს შევახსენო მისი განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით – იქნებ გაიხსენოს და ამის მერე ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე