ვატო შაქარიშვილი ბორჯომში დაპირისპირებაზე: აქ არის აღელვებული საზოგადოება, ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებსაც არ სურთ, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე დამღუპველი, ლიბერალური, უკუღმართი იდეოლოგიით ახალგაზრდებს წამლავდეს

Read Time:23 Second

საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ბორჯომში იმ სასტუმროსთან იმყოფებოდა, სადაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები სემინარის გამართვას გეგმავდნენ, ადგილზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

შაქარიშვილის თქმით, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ სემინარის ჩატარება ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა, რისი მიზეზიც, მისი განმარტებით, ის ფაქტია, რომ ზურაბ ჯაფარიძე ახალგაზრდებს დამღუპველი, ლიბერალური იდეოლოგიით წამლავს.

„აქ არის აღელვებული საზოგადოება, ადგილობრივი მოსახლეობა, ბორჯომელები, წაღვერელები, ადგილობრივები, რომლებსაც არ სურთ, რომ ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს წამლავდეს ზურა გირჩი ჯაფარიძე დამღუპველი, ლიბერალური, უკუღმართი იდეოლოგიით“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძე: რუსული რუბლებით დაფინანსებული ოპოზიციის ზონდერ ჯგუფები ვერ შეძლებენ საქართველოში არეულობის შემოტანას, განსაკუთრებით, სტუდენტების დაპირისპირებას
Next post კახეთს კვლავ სტიქია უტევს – სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ამჯერად საგარეჯო დააზარალა