ვარლამ ლიპარტელიანი: დავით ქევხიშვილმა ჩვენთან შეხვედრას თავი აარიდა

Read Time:43 Second

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სპორტსმენებთან შეხვედრას თავი აარიდა.

ფედერაციასთან ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია უკვე დასრულდა და 4 საათზე სპორტის სამინისტროსთან განახლდება.

“დავით ქევხიშვილი არ დაგვხვდა სამსახურში, სადაც უნდა ყოფილიყო, სადაც შევუთვალეთ რომ მოვდიოდით, რომ მას ღიად გაეცა კითხვებზე პასუხებუ, მან კიდევ ერთხელ აარიდა ამ ყველაფერს თავი. მოვუწოდებ აქ მყოფ ხალხს, ძიუდოს გულშემატკივარს, ვისაც გული შესტკივა ძიუდოზე, გადავინაცვლოთ კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. შევხვდებით მინისტრს და რა პასუხიც არ უნდა იყოს შემდეგ ვბრუნდებით ისევ აქ და დავსახავთ სამომავლო გეგმებს” – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.

თელავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა. ამ ეტაპზე სპორტსმენებს მთავარი მწვრთნელი არ ჰყავთ და ჯერჯერობით უცნობია, რა შემადგენლობით გამოვა საქართველოს ნაკრები მომავალ ჩემპიონატებზე.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება, რომელზეც პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესები განიხილება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „მკვლელი მარილი“
Next post კახა კალაძე – საპრეზიდენტო კანდიდატზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს