ვარკეთილში, ლიფტში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

Read Time:23 Second

ჩვილის მდგომარეობა, რომელიც  საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს, დამაკმაყოფილებელია. მედიკოსების ცნობით, ბავშვს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

„სასწრაფო დახმარების მიერ ახალშობილი შემოყვანილ იქნა 22:12 საათზე. ჩვილს აღენიშნებოდა დაბალი ტემპერატურა. მუდმივად ხდება მისი სასიცოცხლო პარამეტრების კონტროლი, იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ხათუნა ლომაურმა.

ცნობისთვის, გვიან ღამით, თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცაგერში ავტომობილი არხში გადავარდა – მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ
Next post გახარია: საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა საშინაო დავალებები გვაქვს შესასრულებელი