ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პოლიციის მიერ აქციაზე დაკავებული პირების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

Read Time:1 Minute, 0 Second

შსს- ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის გაცხადებით, პოლიციის მიერ აქციაზე დაკავებული 28 პირიდან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადმინისტრაციული კოდექსით 28 პირი იყო დაკავებული, თუმცა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს სირაძემ, რომელიც პარლამენტთან იმყოფება.

შსს- ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ის მიზეზიც განმარტა, რის გამოც სამართალდამცავები პარლამენტთან ამ დრომდე იმყოფებიან.

„გამომდინარე იქიდან, რომ აქციის მონაწილეთა მხრიდან ხდება პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე პროვოკაციები და ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა, შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და უზრუნვეყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ასევე უზრუნველყოფს დეპუტატებისა თუ მოქალაქეების თავისუფლად გადადგილებას”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამასთან, სირაძის თქმით, ვიდრე აქციის დაშლა დაიწყებოდა, აქტივისტებმა პოლიციისგან შესაბამისი გაფრთხილება მიიღეს.

“დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელიც გადაიზარდა კანონდარღვევაში, ვინაიდან ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენელმა მოახდინა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება და ბლოკირება. შესაბამისად, პოლიციის წარმომადგენლები, მერიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ მათთან და გონივრული ვადა მისცეს, რომ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ, ასევე გადასულიყვნენ უსაფრთხო ადგილას, არ დაეკეტათ სავალი ნაწილი და გაეხსნათ პარლამენტის შესასვლელები. მათ მიეცათ გონივრული დრო, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. ამის შემდეგ მეორედ მივედით პოლიციის წარმომადგენლები და მოვუწოდეთ, რომ გადასულიყვნენ და მშვიდ ვითარებაში გაეგრძელებინათ პროტესტი, რაზეც კვლავ გააგრძელეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდნენ და აღნიშნული პირები რუსთაველის გამზირზე ჩამოიყვანეს, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩამოვიყვანეთ”, – განაცხადა სირაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ბაქრაძე – თუ ხელისუფლება დეკემბრის ბოლომდე ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, აქციები შეწყდება
Next post ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძარს 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა