0 0
Read Time:27 Second

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი შუა ხნის ქალია. ის ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად სწორედ გარდაცვლილის სახლში მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან სამი პაციენტი გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირია. აფეთქების შემდეგ, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი სხვა სართულებზეც გავრცელდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ადგილზე მცხოვრებლები ჰყვებიან, გუშინ კორპუსს გეგმური სამუშაოების გამო გაზმომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები