ექსპერტების აზრით, მცირე საავიაციო კომპანიები გაკოტრდებიან ან დიდ კომპანიებს შეერწყმებიან
ექსპერტების აზრით, მცირე საავიაციო კომპანიები გაკოტრდებიან ან დიდ კომპანიებს შეერწყმებიან. ექსპერტები კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს საავიაციო სფეროს ისტორიაში ყველაზე დიდ გამოწვევად აფასებენ. დიდი ალბათობით, მცირე კომპანიები გაკოტრდებიან ან დიდ კომპანიებს შეერწყმებიან. რადიკალურად შეიცვლება აქამდე არსებული უამრავი წესი და ახალი რეგულაციები გაჩნდება.
Boeing-ის გენერალური დირექტორის, დევიდ კელჰუნის აზრით გაკოტრების საფრთხე შეიძლება დიდ კომპანიებსაც დაემუქროს.
„შეიძლება, წლის ბოლომდე ძველი ტრაფიკის 50%-ს მივუახლოვდეთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამის შეცვლა მოგვიწევს კომპანიის საქმიანობაში“,- განაცხადა დევიდ კელჰუნმა NBC News-თან საუბრისას.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რეისზე რეგისტრაციის პროცესი შეიძლება 4 საათამდე გაიწელოს, რადგან აუცილებელი გახდება მგზავრების და ბარგის დეტალური სანიტარული კონტროლი. ვაქცინაციამდე, სავარაუდოდ, დაავადების გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მეთოდი იქნება სისხლის ანალიზის ჩატარება აეროპორტებში.
მოსალოდნელია, რომ შემცირდება რეისების სიხშირე დროის დეფიციტის გამო, ვინაიდან აუცილებელი გახდება თვითმფრინავების სალონების და აეროპორტების ხშირი დასუფთავება და დეზინფექცია.
იკვეთება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, მოკლე მანძილებზე ფრენისას მგზავრებს საკვებს არ შესთავაზებენ, ხოლო დიდ მანძილებზე მენიუში მხოლოდ მსუბუქი ხემსი იქნება.
„სავარაუდოდ, დანიშნულების ადგილზე ჩასულ მგზავრებს მოუწევთ ჯანმრთელობის დამადასტურებელი რაიმე საბუთის წარდგენა. ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ეს, ალბათ, იქნება კორონავირუსზე აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი“, – ვარაუდობენ საავიაციო მარკეტინგის ლიდერ კომპანიაში, SimpliFlying-ში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...