“ეს ვიდეო ხუმრობით ჩავწერე და არავის ვაყენებ ამით შეურაცხყოფას” – 14 წლის ლუკა, რომლის “შუშანიკის წამებაზე” ჩაწერილ ვიდეოს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა

Read Time:38 Second

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა 14 წლის ლუკა წივილაშვილის ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა. 1-წუთიან ვიდეოში ლუკა “შუშანიკის წამებაზე“ ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ არ აინტერესებს მე-5 საუკუნეში ვინ რა რჯული შეიცვალა, ვინ ვინ აწამა.

“რა აუცილებელი იყო, იაკობ, ამ ყველაფრის დაწერა, რომ არ დაგეწერა, რა მოგივიდოდა?“ – ამბობს ვიდეოში ლუკა.

ადამიანების უმრავლესობამ ლუკას ხუმრობა ვერ გაიგო და ვიდეო სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

“ეს ვიდეო ხუმრობით ჩავწერე და არავის ვაყენებ ამით შეურაცხყოფას. ვფიქრობ, არ იყო ამდენი ნეგატივი საჭირო, მითუმეტეს სრულწლოვანი ადამიანების მხრიდან. ხუმრობა არ უნდა გახდეს ბულინგის მიზეზი“, – ამბობს ლუკა წივილაშვილი.

ლუკა ამბობს, რომ არ ეგონა ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა მის ხუმრობით ჩაწერილ ვიდეოს.

“შუშანიკში ისეთი სიტყვები წერია, თითქოს სხვა ენას სწავლობ. ძალიან რთულია შინაარსის გამოტანა. ერთ დღეს ვწავლობდი შუშანიკს და გადავწყვიტე პატარა ვიდეო ჩამეწერა “ტიკტოკისთვის“ .

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი ჟან-კლოდ იუნკერს პასუხობს და აცხადებს, რომ თეზისი უკრაინის კორუმპირებულობის შესახებ ცნობილი რუსული ნარატივია
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა რამაზ ხუროძე, ელგუჯა მეძმარიაშვილი და მიხეილ ჯანიკაშვილი გიორგი ნიკოლაძის მედლით, ხოლო სოლომონ პავლიაშვილი სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა