ესპანეთში ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

Read Time:28 Second

ნიკოლოზ შერაზადიშვილი პირველი ძიუდოისტია, რომელმაც კაცებში ესპანეთის სახელით მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ამბავი სექტემბერში, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მოხდა. ნიკო შერაზადიშვილის წარმატებას ესპანეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა და გადაწყდა, რომ მადრიდთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ბრუნეტეში, ერთ-ერთი ქუჩა სწორედ ქართველი ძიუდოისტის სახელობის იქნებოდა.

სიტყვა შესრულდა და ბრუნეტეში ნიკო შერას სახელობის ქუჩა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიება ანისტო მარინასის კულტურის ცენტრში გაიმართა და მას ბრუნეტეს მერი, ბორხა გუტიერესი დაესწრო, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ჩვენ ნიკოს მიმართ ამ ფორმით გამოვხატავთ პატივისცემას. ის ჩვენ თვალწინ გაიზარდა, დაოსტატდა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ეს ძალიან დიდი მიღწევაა”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ცქიტიშვილი- მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორი გზა თუ როგორ დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციის გავრცელებას
Next post პროფესიულ სასწავლებლებში ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები დასახელდა